“შეხვედრის შემდეგ, დეტალურად დამათვალიერებინა მეუფე იაკობმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ტექნიკური აღჭურვილობა, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, თანამედროვე ტექნოლოგიები… და იყო ეპიზოდი როდესაც, ფორტეპიანოზე გარკვეული მელოდია დავუკარი. ძალიან სპონტანურად მოხდა, არ იყო დაგეგმილი და ნამდვილად ადამიანური კომუნიკაცია და ურთიერთობა შედგა. მგონი ამაში არაფერი ცუდი არ არის ” – აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ნინოწმინდის პანსიონის მმართველთან და ბოდბელ ეპისკოპოსთან მეუფე იაკობთან შეხვედრის დეტალებზე, ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.