საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელის შეიცვალა და “რეფორმების ჯგუფი” დაირქვა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
“საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის გადაწყვეტილებაა, ფრაქციის წესდებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება – რეფორმების ჯგუფი“, – თქვა კახა კუჭავამ.