ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას – ვოლსკი

“ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას “- ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“რა დავაკელით უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას? ჩვენ არ აღვნიშნეთ, რომ ნატო და ევროკავშირი არის მთავარი მისწრაფება, არ აღვნიშნეთ ის, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ყველამ, ვინც ამ საკითხშია ჩარეული, თუ რა თემა დავაკელით? თუ ის, რომ თითი არ დავუქნიეთ და არ ვთქვით, რომ შეაგინეთ ვლადიმერ პუტინს. შესაგინებელი კი არის, მაგრამ რეალურად, იმ სიტუაციაში, რომელიც შეიქმნა დღეს და ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას.

აქედან გამომდინარე ვმსჯელობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს რეზოლუცია. ის უნდა იყოს საქმიანი, აღნიშნავდეს ჩვენ მისწრაფებებს, საგარეო კურსის მიმართულებასა და მოუწოდებდეს ყველას იმისკენ, რასაც თვითონ ზელენსკი მოუწოდებს”. – თქვა გია ვოლსკიმ.