ფსიქიატრის შემდეგ ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში სიცრუის დეტექტორს ითხოვს

ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ფსიქიატრის მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტში სიცრუის დეტექტორის დაყენებას ითხოვს.

მისი თქმით, პარლამენტში ფსიქოლოგის და ფსიქიატრის შტატის დამატებაზე საუბარი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი არ არის.

“რატო არის დისკრიმინაციული? ფსიქოლოგის ყოლა დისკრიმინაციაა? არანაირი ნეგატიური კონტექსტი, არც კონკრეტული ადამიანი დამისახელებია და არც ვინმეს მიმართ არ მითქვამს, მაგრამ როცა სიტუაცია არაჯანსაღი ხდება, იქ ამ პროფესიის ადამიანების ჩარევა აბსოლუტურად ადეკვატურია. მე არც უმრავლესობა მიხსენებია და არც უმცირესობა, პრობლემა იმან მიიღო თავის თავზე, ვისაც ეს აწუხებდა. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

თქვენ თუ ამაზე სერიოზული კითხვა არ გაქვთ ჩემთან, ძალიან კარგია ეს. სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ, ესეც ვფიქრობ, რომ საჭიროა. სიცრუის დეტექტორიც გვჭირდება და იმიტომ რომ ამდენ ტყუილს ამბობენ ადამიანები, შეურაცხყოფილად უნდა იგრძნონ თავი?!”,– აცხადებს ზავრადაშვილი.