რამდენიმე წუთის წინ, ერგნეთში, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართულ მხარეს გადასცა როკის გვირაბთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ერიკ დრულევი.
მისი თქმით, ცხინვალის საპატიმროში მასზე ფსიქოლიგიური ზეწოლა მიმდინარეობს.
“პროცესში მოხდა ჩემი დაკავება, საზღვრის გადაკვეთას როცა ვცდილობდი. ვლადიკავკაზის საზღვართან. მძიმე პირობებში ვიყავი. ცხინვალში ვიმყოფებოდი. ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო იყო. საკანში მარტო ვიყავი. მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა”,– ამბობს ის ჟურნალისტებთან საუბრისას.