ქადაგიშვილი: ნუ უკავშირებთ წვრილმან ხულიგნობას ადამიანის ნების გამოხატვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ადმინისტრაციულ კოდექსში სანქციების გამკაცრებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს.

მისი თქმით, წვრილმანი ხულიგნობა და გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

“უნდა იცოდეთ, რომ ეს ცვლილებები გამოწვეული არის იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და პარლამენტს დაევალა ცვლილებების განხორციელება.

ნუ უკავშირებთ წვრილმან ხულიგნობას ადამიანის ნების გამოხატვას. თქვენ თუ თვლით, რომ წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის თავისუფალი ნების გამოხატვის ფორმა, დღეს საქართველოში, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვაზე, პროტესტის გამოხატვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ა.შ”, – თქვა ქადაგიშვილმა.