სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე ჩავნიშნოთ, მე იმას მაფიქრებინებს, რომ ქალბატონი სალომე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები და კონსტიტუცია არ არსებობს – ასე რომ, არ მგონია, მისი ეს განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს. როგორც ჩანს, გარედან ძალიან მკაცრი დავალება მიიღო, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.
ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.