“23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან”, – წერია განცხადებაში.
პენიტენციურის სამსახურის ცნობით, ასევე იზოლაციაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ინფიცირებულ პატიმართა კონტაქტები, რომელთა PCR ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ინფიცირებულთა მსგავსად, მათაც არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომები.
“რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან“, – აცხადებს უწყება.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო.