ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში “ლანჩხუთი” რუმინულ “ოლიმპია კლუჟს” ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.
შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.
შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა.