ქარელში საარჩევნო ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები აღმოჩნდა

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქარელში ერთ–ერთ უბანში ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები აღმოჩნდა.

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში დღეს პრეზიდენტს ირჩევდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით ხმის დათვლის დროს ასეთი 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.“– წერს ნანუაშვილი ფეისბუქზე და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მერე ტური გაიმართა.