ქართველ მეომრებს ძალიან მაგარი სახელი აქვთ! როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას – ელისაშვილი

“ქართველ მეომრებს ძალიან მაგარი სახელი აქვთ! როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას ” – ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც უკრაინაში საბრძოლველადაა წასული, TV პირველთან საუბრისას განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენი მთავრობა არის შერცხვენილი, ვცდილობ გამოვასწორო და ვთქვა, ჩვენ საფრთხეები გვაქვს… მაინც ვუხსნი ადამიანებს, მომწონს თუ არა ღარიბაშვილი, მაინც ჩვენს ქვეყანას ხელმძღვანელობს… თავს აქნევენ, თქვენი იმედი გვქონდა და თქვენ რა გაგვიკეთეთო, ასეთი პოზიციაა. მეორე მხრივ, ქართველ მეომრებს ძალიან მაგარი სახელი აქვთ. ჩვენ როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას. საქართველო დღეს უკრაინელების თვალში არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს“ ,- ამბობს ელისაშვილი.