ქართველ ხალხთან პრეტენზია მაქვს, ენმ-ს არ ეკუთვნის 27% – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლა უნდა და არა ქართული ოცნების ოფისში.

„ახლა პარლამენტში არშესვლა მოდაშია, შეხვალ, ეშმაკი ხარ. ვფიქრობ, შესასვლელია ახლა პარლამენტში, ისე რომ წესიერად შევიდეთ იქ. ამის აზრია ის, რომ მომავალში, როდესაც საგიჟეთი მოხდება, პოლიტიკოსები, რასაც მოაწყობენ მივიდე და ვთქვა – „ხომ ვიძახდით, რომ შესასვლელი იყო პარლამენტში, არ დაგვიჯერეს, ხალხი გაიმეტეს“. მე პარლამენტში შესვლა მინდა, „ქოცების“ ოფისში სიარული კი არ მინდა. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 27%, 35 დეპუტატი ჰყავთ, ჩვენ კი 3 დეპუტატი ვართ. ჩვენი წონა ერთმანეთისგან განსხვავდება”,– ამბობს ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში 27%–ს არ უნდა იღებდეს.

“მე ზოგადად, ქართველ ხალხთან ბევრი პრეტენზია და კრიტიკა მაქვს. როგორც შეიძლება ვერ დაინახო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეკუთვნის 27%?! „გირჩს“ მეტი ვიდრე 3%. ეს პროცესი ხომ გვაჩვენებს, რომ არ იმსახურებენ, არ უნდათ შესვლა. თუ უმრავლესობაში არ არიან, პარლამენტი არ იყოს, მათ იქით ქვეყანა დაქცეულა – ეს არის დამოკიდებულება.

ჩემი ამოცანაა, ვაჩვენო, „ნაციონალური მოძრაობა როგორ მოძრაობს ბოლო 8-9 წელია. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ სადამდე მიგვიყვანა. ახლა ხომ დავინახეთ, რომ პარლამენტი გააქრეს. ისეთი პარლამენტი, სადაც ოპოზიციის წევრთა ოდენობა ისტორიაში ყველაზე მეტია. ახლა მეუბნები, რომ ამ გამქრალ პარლამენტში შევიდე?! ამ გამქრალ პარლამენტს, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებ 3%-ით, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია”,– ამბობს ხვიჩია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უნდა, ენმ–მ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რევოლუაცია არ მოხდება, |მშივრებად დაეყრება მათი ძველი კოორდინატორები და თანამშრომელები, რომელსაც “ქართული ოცნება“ გადაიბირებს”.