“2012 წლის არჩევნები გახსოვთ?! და წლევანდელი არჩევნებიც ხომ ნახეთ, და ადარებთ 2012 წელს და 2021 წელს. როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოკითხო მე არ ვიცი, ეს არის წარმოუდგენელი რამ.
იმ კაცმა (ჯიმ რიშმა) არ იცის და თქვენ ხომ იცით რაც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, თუ არ გახსოვთ, შეიძლება ბავშვი იყავით მაშინ. რა თქმა უნდა, ის ქართველი არ არის და არ იცის აქ რა ხდებოდა, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა ის იყო წარმოუდგენელი რამ, და როცა ადარებ 2012 წელს 2021 წელს, ნიშნავს, რომ ან არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე”
ასე ეხმაურება “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.