“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი III მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვეტოს დაადებს.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”