„ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. 16.30 საათზე პოლიტიკური საბჭოს, ხოლო 17:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ.
ცნობისთვის, 7 ევროპარლამენტარი ითხოვს, შეჩერდეს საქართველოს ფინანსური დახმარება და შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა. მათი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები საფრთხეშია.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების და ორი პოლიტიკური საქმის საკითხი.