დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება.
17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მხარეებს კომპრომისისკენ.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. ოპოზიცია ხელმოწერას არ აპირებს.