„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს “- -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოლაპარაკებაზე კომპრომისული წინადადებით ვინც უნდა მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ ველოდებით კომპრომისებს „ქართული ოცნებისგან“. ჩვენი შეთავაზება არის ის 6 პუნქტი, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შევთანხმდით, ამაზე დათანხმდა მათ შორის ე.წ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ამაზე ვისაუბრებთ ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკება. „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ ამ ხაზებს არ დაივიწყებენ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მისი თქმით, შეთავაზებული 2-კვირიანი ვადა იწურება და ახლა ხელისუფლების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები.
„მათი მხრიდან არავითარი შემოთავაზება არ არის, საჯაროდ რაც ვიხილეთ, ეს არის კვლავ „წითელ ხაზებზე“ საუბარი, რაც დღევანდელ რეალობას აბსოლუტურად აცდენილია“,-განაცხადა ჩიხლაძემ.