“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქტივისტებიდან ორი პირი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც იქ შეკრებილები უმრავლესობის სხდომიდან გამოსულ თბილისის მერს შეძახილით “მონა!” შეხვდნენ.
ერთერთი დაკავებული აქტივისტი “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი კახა კვეკვესკირია, მეორე კი დავით დიღმელაშვილი.
ადგილზე ამ დროისთვის ისევ მობილიზებულია პოლიცია, კომენდანტის საათის დაწყების მიუხედავად, აქცია გრძელდება და აქტივისტები დაშლას არ აპირებენ.
ადგილზე იმყოფება ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე, რომელიც ამბობს, რომ “აქტივისტების დაკავება უკანონოა და ამაზე დიდი უკანონობა დღეს აქ არ მომხდარა”.