უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ავთო ქაჯაია აცხადებს, რომ ქართულმა ოცეულმა გაანადგურა ოკუპანტების ასეული.
“უკრაინელი ძმები შოკში არიან ჩვენი ოცეულის ჩატარებული [ოპერაციით], ეს წარმატებაა”,– ამბობს ის.
მისივე ცნობით, რუსებმა ისინი ალყაში მოაქციეს, თუმცა ოცეულმა ალყის გარღვევა მოახერხა. ქაჯაია აღნიშნავს, რომ დაიჭრა ერთი ჯარისკაცი, თუმცა ის კარგად არის.
ვიდეო ის Facebook-ზე ავრცელებს: