„აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას – ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე – ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა! დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში!
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის დარბევასთან დაკავშირებით, არის უკანონო. მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისგებლობას, მათ შორის, „გავრილოვის ღამის“ დამნაშავეები, ვის მიმართაც „ოცნებამ“ ამნისტია გამოცხადა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამგვარი ამნისტიები უკანონოა და მომავალში ვერ დაიცავს დამნაშავეებს!
რუსეთის მონებო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გუშინ დაკავებული 66 პატრიოტი!
ყველანი მშვიდობიან პროტესტზე!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.