ქართულმა ოცნებამ ცესკოს ხმის დათვლის პროცესის გადასაღებად, 3700-მდე კამერა გადასცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესს გადაიღებენ.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.
“საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობის ხარისხით და ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი”.- თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესს 3 200 საარჩევნო უბანზე გადაიღებენ. იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული. ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება.