ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ციხელაშვილის გათავისუფლება მხოლოდ როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. მანამდე იგი, 2016 წლიდან 2020 წლამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პოსტს იკავებდა.