“აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა გველმოქმედი უნდა ეწეროს. თუმცა მსოფლიოში არსებულ ყველა გველს იმდენი ვნება არ მიუყენებია კაცობრიობისა და მით უფრო ქართველი ხალხისთვის, რაც ამ ბოროტებამ ჩაიდინა. მარტო ათეულ ათასობით მისეულ კოვიდ-გენოციდის მსხვერპლათა ცხედრები სახეზე ან უკვე სასაფლაოზეა. ასე რომ, ბოდიში გველებთან”
ასე ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში შეყვანას.