ქვეყანა ბნელეთისკენ მიჰყავთ, ხელისუფლება უნდა წავიდეს – ივერი მელაშვილი

რაც ხელისუფლებამ განახორციელა, ეს იყო აპოგეა, ქვეყანა ბნელეთისკენ მიჰყავთ, ხელისუფლება უნდა წავიდეს – ეს განაცხადა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივერი მელაშვილმა პარლამენტთან, მედიის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა.

”ეს პიროვნული ტრაგედიაა, ჯერ ოჯახისთვის, მერე ჟურნალისტებისთვის და მთელი საქართველოსთვის. ეს ძალადობა მიუღებელია. ჩვენი ქვეყანა უკანა ბნელეთისკენ მიჰყავთ. ამიტომ ვარ აქ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, რომელიც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი და გაბრაზებული… ძალადობა მიუღებელია, რაც ხელისუფლებამ განახორციელა, ეს იყო აპოგეა. ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვერდში გიდგავართ” – განაცხადა ივერი მელაშვილმა