ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ! – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანა გადასარჩენია.

“ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია! აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისუფლების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია… ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!”,– წერს ხაზარაძე Facebook–ზე.