“თავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში.”- ასე განმარტავს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტს თუ რატომ არ გაუშვეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში.
“მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის წევრებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმის, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე”, – თქვა ღარიბაშვილმა.