ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთის მუნიცილალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.