ქობულეთის საკრებულოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქობულეთის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 56 წლის მალხაზ რომანაძე თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, საავადმყოფოს მიმართა, დღეს საღამოს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რომანაძეს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.