ქობულეთში სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე მამაკაცი, ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმა დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე გუშინ მოხდა.

ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, მისი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.