ხანძარი ქობულეთში – სოფელ ზინეთში, მთის ფერდობზე ცეცხლი ეკალბარდს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კერასთან დასახლებული პუნქტი ახლოს არაა, თუმცა რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.
ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს მეხანძრე-მაშველების 40-კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით, მაგრამ პროცესს ძლიერი ქარი ართულებს.
უწყების ცნობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.