ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის, სოფიო ქუთათელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. მისივე თქმით, სკოლა სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა.