ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
14 თებერვალს ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ წარმოებაში არ მიიღო, გადაწყვეტილებმა ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.