ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე “საქართველოს ბანკში” შეჭრილი პირი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს. თავდამსხმელმა, მოთხოვნები ბანკში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს გააჟღერებინა, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი.
“ბანკის წინ ერთი მიკროავტობუსი, სპრინტერი უნდა. აგრეთვე, ძველ აეროპორტში ვერტმფრენი უნდა, 2 მილიონი დოლარი, რუსული დროშა და ანკესი”. – მძარცველის მითითებით ამბობს ბანკში მყოფი ერთ-ერთი პირი.
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე ბაკზე თავდასხმა დღის 11:00 საათზე მოხდა. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორი ბანკის თანამშრომელია, დანარჩენი კი მომხმარებელი.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.