ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკის მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა, რის შემდეგაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იყო და ის კლინიკაში 2 დღის წინ შეიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.