ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი მამუკა ნემსიწვერიძე გარდაიცვალა.

60 წლამდე მამუკა ნემსიწვერიძე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ანესთეზიოლოგად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი ამავე კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობდა.

მამუკა ნემსიწვერიძე გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 53 ადამიანი ემსხვერპლა.