ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული 1 თვის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი ერთი თვის პაციენტმა დაამარცხა.

მცირეწლოვანს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ და სახლში დღეს გაწერეს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1 731 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა, 2 197 კი გამოჯანმრთელდა.