ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 250 ლარი და პროდუქტი

დღეს, დილით ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარი და პროდუქტი. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ქურდებს მაღაზიაში ხელჩანთა დარჩათ. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ორი პირი, ერთი კი მხილებულია. გამოძეიბა 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.