ქუთაისში, მდინარე რიონში 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი დღეს დილით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, მდინარის არხში აღმოაჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა, რის შემდეგ დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
“24 ივნისს შემოვიდა შეტყობინება, რომ მდინარე რიონის ერთ-ერთ არხში ჩავარდა და გაუჩინარდა შუა ხნის მამაკაცი. ადგილზე მობილიზებული იყო მყვინთავ-მაშველთა პირადი შემადგენლობა და სპეც.ტექნიკა, რომლითაც ხდება წყლის ფსკერის სკანირება. დღეს დილით დაკარგული მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია მაშველების მიერ”, – ამბობენ უწყებაში.