ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ ჩატარდება – დაზოგილი თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარებიან

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ ჩატარდება, დაზოგილი თანხით კი სოციალური ღონისძიებები დაფინანსდება. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, პეტრე ადამაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა სახის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებები გაუქმდა. მისი თქმით, 31 დეკემბერს არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი და ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ ჩატარდება ალილო.

“13 000-ზე მეტი ნობათი დარიგდება. აბსოლუტურად ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს საახალწლო ნობათს ქუთაისის მერიისგან”, – განაცხადა პეტრე ადამაძემ ჟურნალისტებთან.