ქუთაისში საპროტესტო კარავთან, მანქანა შევარდა

ქუთაისში, მერიის წინ მდებარე ბაღში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი და 24-საათიანი აქციით აპროტესტებენ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, ცოტა ხნის წინ მანქანა შევარდა.

“შემოვარდა ეს მანქანა და ერთ აქტივისტს მეორისთვის ხელი რომ არ ეკრა, ნამდვილად გაიტანდა, ბეწვზე გადარჩა სიკვდილს. ახალგაზრდა ბიჭი იჯდა საჭესთან, კარვამდე ვერ მიაღწია, გაიჩხირა მანქანა და უკან მოაბრუნა, გაიქცა. როცა გამოვეკიდეთ, პატრულმა გაგვაჩერა, ჩვენ უკვე დავაკავეთო. ვნახოთ, დააკავეს თუ არა, ველოდებით განცხადებას, ” – აცხადებს თედო მესხი “მთავართან” სატელეფონო საუბარში.

ცნობისთვის, ქუთაისში, მერიის წინ დადგმულ კარავში “ალტერნატივისა” და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.