ქუთაისში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.  შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე მოხდა.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე გაჩნდა და ის უკვე ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.