“ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, 1%-ც რომ ავიღოთ, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს ერთი; სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. თავის დროზე იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნებია არ იქნება, 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად, იმაზე უკეთესად ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის”
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.