“სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ქუჩის ოპოზიცია, ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით “- საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ამ ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით. ამის შესახებ მან იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩემს პერსონალურ აზრს მოგახსენებთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. სამწუხაროდ, და მე აქ არ ვგულისხმობ ყველას, სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო”, – განაცხადა გახარიამ.