გუშინ, გვიან ღამით რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს კიევს – უკრაინელებმა 5 ირანული დრონის ჩამოგდება შეძლეს.
Reuters-ის ცნობით, 2:00 საათის შემდეგ კიევის საქალაქო ხელისუფლებამ ტელეგრამზე გაავრცელა მესიჯი საჰაერო თავდასხმის სირენების შესახებ.
კიევის ოლქის გუბერნატორმა Telegram-ზე განაცხადა, რომ “დრონების თავდასხმა” მიმდინარეობს. რამდენიმე საათის შემდეგ მან თქვა, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო ინფრასტრუქტურაზე და რომ მსხვერპლი არ ყოფილა.