“მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა”,– ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს დაარსების 72 წლისთავს.
“დღეს აღვნიშნავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 72-ე წლისთავს.
დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.
საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა”, – წერს ღარიბაშვილი Twitter–ზე.