ღარიბაშვილის FACEBOOK გვერდის რეკლამაში ბოლო 1 თვეში 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა – ფლანგვის დეტექტორი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯამში, დაახლოებით $7600 დახარჯა, რაც  არსებული დოლარის კურსის მიხედვით 26,810 ლარია.  აღნიშნულ ინფორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვიურად ათასობით აშშ დოლარს ხარჯავს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის დარეკლამირებაში.

2020 წლიდან დღემდე (2020 წლის 4 აგვიტო- 2022 წლის 5 ივნისი) პრემიერის ფეისბუქ გვერდის დასპონსორებაში გადახდილმა თანხამ 135,655 აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული თანხის ნაწილი დაიხარჯა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისე ქართული ოცნების პარტიის და თავად ღარიბაშვილის დაფინანსებით.

ყველაზე მეტი – 66,069 აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობამ გადაიხადა, რაც დაახლოებით დაახ. 251,062 ლარია. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში (2020-2021 წლებში) მის გვერდს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ასპონსორებდა და რეკლამების ხარჯმა 20,258 აშშ დოლარი შეადგინა (დაახ. 71,916 ლარი). დანჩენილი ხარჯი შემდეგნაირად განაწილდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა: 29,647 აშშ დოლარი

პარტია ქართული ოცნება: 14, 367 აშშ დოლარი

პაატა გამჯაშვილი: 5,314 აშშ დოლარი

საინტერესოა, რა ინფორმაციის გაზიარებაში ხარჯავს პრემიერ მინისტრის გვერდი ათი ათასობით ლარს.

ბოლო 7 დღის განმავლობაში ფბ-რეკლამებში 5,121 აშშ დოლარი დაიხარჯა, საიდანაც 3000-3500 აშშ დოლარი პრემიერ მინისტრის ვებ-გვერდის მოწონების პოსტს რეკლამირებას შეეხო. აღნიშნული თანხა პირადად პრემიერ მინისტრმა გადაიხადა.

პრემიერ მინისტრი ხშირად არეკლამირებს საკუთარ ფეისბუქ გვერდს, რაშიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯამში დაახლოებით $7600 დახარჯა, რაც ამ პერიოდში არსებული დოლარის კურსის მიხედვით 26,810.12 ლარია

აქვე, აღსანიშნავია რომ ფეისბუქ გვერდის მოწონების რეკლამირებაში პრემიერ მინისტრი ყოველ ჯერზე უფრო მეტ თანხას იხდის.

20 მაისი: <100 $

24 მაისი: 1000-1500 $

3 ივნისი: 2000-2500$

7 ივნისი: 3000-3500$

24 მაისს პრემიერ საკუთარი ინსტაგრამ გვერდიც დაარეკლამა, რაშიც 300-399 აშშ დოლარი დახარჯა.

საინტერესოა, რომ როდესაც საქმე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება, ამ შემთხვევაში რეკლამებზე დახარჯული თანხა არც თუ ისე დიდია.

მაგალითად: 100 აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯა პრემიერმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო ვიზიტის დარეკლამირებაში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა ევროპარლამენტსა და სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან.

100 აშშ დოლარზე ნაკლები თანხით დააპონსორა განცხადება, სადაც მწუხარება გამოთქვა რუსეთის ქმედებაზე დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ. facebook პოსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პოსტი ნაკლები თანხით იყო დასპონსორებული, იგი სოციალური ქსელის მომხმარებლის არც თუ ისე დიდმა ნაწილმა ნახა.

300-399 აშშ დოლარით დაასპონსორა ღარიბაშვილმა თავისი პირველი კომენტარი უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით. აღასანიშნავია, რომ სწორედ ამ ინტერვიუს დროს განაცხადა პრემიერმა, რომ სქართველო არ შეურთდებოდა სანქციების რუსეთის წინააღმდეგ და რომ მისი ჩასვლა უკრაინაში არაფრის მომცემი იქნებოდა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.