ღარიბაშვილის ვიზიტზე უარი ითქვა ლიტვიდან და ესტონეთიდან – სამადაშვილი

ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს ლიეტუვამ და ესტონეთმა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია ტოქსიკური მოთამაშე ხდება.

“ოცნებას არამარტო ვიოლა ფონ კრამონი არ შეხვდა, არამედ, ჩემი ინფორმაციით, ბატონი ღარიბაშვილის ვიზიტზე უარი ითქვა ლიტვიდან და ესტონეთიდან, იმიტომ რომ ქართული ოცნება ხდება ტოქსიკური მოთამაშე, რომელთანაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სურთ დისტანცირება”,– თქვა სამადაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, ქართულ ოცნებასთან შეხვედრა არ გამართა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. ირაკლი კობახიძის აზრით, შეხვედრა კრამონის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო და არა მათი.