“ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები“– სალომე სამადაშვილი

პარლამენტის დეპუტატი, “ლელო საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელსაც პრემიერ მინისტრმა პარლამენტში ვიზიტისას სამშობლოს მოღალატე უწოდა, სასამართლოში ჩივილს აპირებს:
“ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.
დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.
არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან.“– წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.