“ეს არის ჭაობი ღარიბაშვილის და იყოს იმ ჭაობში მარტო”, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ის განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეადარა.
“მარტივად ვიტყვი, ჩემი განათლების მინისტრობის დროს გაკეთდა შემდეგი: გამამუშავდა და მნიშვნელოვნად შეიცვალა სპეციალისტებთან, რაც მთავარია მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან კონსულტაციებით ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა; ჩამოყალიბდა ახალი წესი მაგისტრატურაში მიღების და შემოღებული იქნა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები, რამაც აღმოფხვრა მაგისტრატურის საფეხურზე კორუფცია უნივერსიტეტებში;
რაც ჩემთვის ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანია, პირადად ჩემი მოფიქრებულია და მერე გაწერილი კანონმდებლობაში ე.წ. 4+1 სისტემა, რაც ნიშნავს შემდეგს: პირველი წელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მხოლოდ უნარებით ჩააბარებდნენ, ისწავლიდნენ მხოლოდ ქართულ ენას და შემდეგ 4 წლის განმავლობაში ქართულად დაეუფლებოდნენ პროფესიას. დღეს შეგიძლიათ იკითხოთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, თუ რომელიმე ახალგაზრდა ლაპარაკობს ქართულად, არის ამ პროგრამის დამსახურება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ჩემ დროს აშენდა 6 ახალი, თანამედროვე სკოლა და ვიყიდეთ 100 ათასზე მეტი ახალი, ხარისხიანი მერხი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.