“ზოგჯერ მესმის ხოლმე კითხვა ან მოსაზრება, “კაი რა პრორუსები”, რა გინდა აი ევროკავშითან დადიან, დასავლეთში დადიან, რაში მდგომარეობს პრორუსობა?
ხოდა აი რაში:

ერთი ხელით რომ დროშა დაწვეს და მეორე ნეკათი აღმართეს ამაზე ეხლა არ გავჩერდები

მიშელის, ანუ ევროკავშირთან შეთანხმება რომ გადახიეს არც ამაზე ეხლა

პარალელურად ბელარუსთან რომ ‘სახელმწიდო უსაფრთხოებაზე’ ითანამშრომლებენ, ანუ დისიდენტების წამებაზე, ახლა არც მაგაზე.

აი გამოვიდა კობახიძე და მიყვა ღარიბაშვილი, ევროკავშირის ფული არ გვინდაო.

რა არია ეს ფული და რაზე თქვეს უარი:

თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება და შესაბამისად ატარებ შეთანხმებულ (შენთვის სასარგებლო) დემოკრატიულ რეფორმებს, ევროკავშირი გეუბნება მოგცემ ფულს, სხვადასვა ფორმით. ხან გჩუქნის, ხან შეღავათიან სესხს გაძლევს, ხან რას და ხან რას. და ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევდენ უპროცენტო!!! გრძელვადიან!!! შეღავათიან სესხს, ოღონდ არ მოგვატყუოთ და დაპირებული რეფორმა, უპირველესად მართლმსაჯულების გააკეთეთო.

გამოვიდა ღარიბაშვილი, არ გვინდა ეგ შეთავათი ევროკავშირიდანო, არც ის რეფორმა გვინდაო და ტყულიც დაადო მარწყვივით, ეკონომიკა დუღსო. ანუ არ გიჭირთ, რაღად გვინდა ფული. ამით:

1. მოქალაქეებს, ვისაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად უჭირთ, მოაკლო სიკეთე ამ კონკრეტული ფულის და ყველა პიტენციური დახმარების, რადგან ერთზე უარის თქმა მთლიანად პროცესის შეფერხებაა

2. ევროკავშირს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი

3. დემოკრატია და რეფორმებს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი

აი ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნეველით და ეპიზოდურით, რეალურად ვწყდებით ევროკავშირს, დასავლეთს და ეს ავტომატურად ნიშნავს, ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტ რუსეთს.

ასეთია რეალობა, ოღონდ არჩევანი ჩვენ ხელშია!”

წერს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. დღეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარს ამბობს.